იქნება თუ არა სიახლე ქართულ- ამერიკულ ურთიერთობებში - „ქართული ოცნება“ მთავარ სწორებას ამჯერად, უკვე მაისის თვეზე აკეთებს. პრემიერი ამტკიცებს, რომ მომდევნო თვეში ორმხრივი ურეთიერთობის არსებითად გაუმჯობესების რესურსი გამოჩნდება. თავის მხრივ, ამერიკის საელჩო იუწყება, რომ ამ ეტაპზე საზოგადეობისთვის ახალი სათქმელი არაფერი აქვთ. არსებობს თუ არა უერთიერთობის გადატვირთვისთვის სივრცე - ამ კითხვის პასუხად ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სანამ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ გზას არ დაუბრუნდება, იქამდე ვაშინგტონში თბილისის მიმართ არსებული დამოკიდებულება უცვლელი დარჩება.