დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უარყოფს ირანის შეთავაზებას და გააგრძელებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადას იქამდე, ვიდრე შეთანხმება არ იქნება მიღწეული - Palitra News

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უარყოფს ირანის შეთავაზებას და გააგრძელებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადას იქამდე, ვიდრე შეთანხმება არ იქნება მიღწეული

2026-04-30 10:18:24+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანის ბლოკადა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ბირთვული შეთანხმება მიღწეული არ იქნება. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ირანს ახლა ძალიან სჭირდება შეთანხმება, რათა ბლოკადა მოიხსნას. ტრამპი აღნიშნავს, რომ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა „მალე აფეთქდება“, თუკი ვერ შეძლებს ნავთობის ექსპორტირებას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა, ირანის გახანგრძლივებული ბლოკადისთვის მოემზადონ. უცხოური გამოცემები წერენ, რომ ბოლო შეხვედრების დროს ტრამპმა გადაწყვიტა, ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე ზეწოლა გააგრძელოს. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ს ირანთან ომი 25 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. პენტაგონის მაღალჩინოსნის განმარტებით, თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯა საბრძოლო მასალებზე, ისევე როგორც თავად ოპერაციის წარმოებასა და სათადარიგო აღჭურვილობებზე.