გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საერთაშორისო კონფერენცია „გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ გამართა - Palitra News

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საერთაშორისო კონფერენცია „გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ გამართა

2026-04-30 10:43:59+04:00

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საერთაშორისო კონფერენცია „გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ გამართა. ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. კონფერენციას მოწვეული საერთაშორისო სპიკერები, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ტექნოლოგიების სფეროში ქალების ჩართულობის გამოწვევებზე ისაუბრეს. კონფერენცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, თიბისისა და თეგეტასთან პარტნიორობითა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. მეტ დეტალს კონფერენციის შესახებ ელენე ჩოხელის სიუჟეტიდან გავიგებთ.