რუსების მიერ ოდესაზე დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა ოდესაზე თავდასხმა დრონებით გამოყენებით განახორციელეს.
ასევე, ლისაკის განცხადებით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებიან.
მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესაში საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს.
„ქალაქის ცენტრში მდებარე კერძო სახლები და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ასევე, დაზიანდა ავტომობილები, სავაჭრო ცენტრი, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობები“, - აღნიშნა ლისაკმა.