საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა

2026-04-30 13:09:20+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა. ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის ძალების დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ქვეყნის თავდაცვის ძალებს დღეს სამხედრო მოსამსახურეთა ახალი ნაკადი შეუერთდა. წვევამდელებმა სამხედრო ფიცი ღვთისა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს. თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი მიულოცეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლბმა.