მაკა ბოჭორიშვილი - მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილი - მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება

2026-04-30 13:13:29+04:00

„სტრატეგიული თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა პროცესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ამერიკული მხარის პოლიტიკურ ნებაზე ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აპრილის თვეში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი ირაკლი კობახიძესთან და ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგონში ქმნის პოზიტიური დინამიკის გაგრძელების საფუძველს. ხელისუფლება მიმდინარე წლის მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტს აანონსებს, თუმცა ამერიკის საელჩოს ამ დრომდე ჩანიშნული ვიზიტების შესახენ ინფორმაცია არ გაუჟღერებია. შეიცვლება თუ არა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უკეთებისკენ, ვის რა ვარაუდი აქვს საკითხზე.