პარლამენტში შექმნილი ფასების კომისია მუშაობას ხვალ დაასრულებს,მანამდე დეპუტატები სხდომის ფორმატში დღესაც შეიკრიბებიან. ამჯერად, განხილვის მთავარი თემა საწვავის ფასი იქნება. ბოლო შეკრების შემდეგ შემუშავდება დასკვნაც, რომელსაც თან რეკომენდაციებიც დაერთვება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ფასები არა თუ მცრიდება, არამედ უფრო მეტად იზრდება. მათივე თქმით, აუცილებელია საქართველოს მთავრობა დროის დაკარგვის ნაცვლად, ელექტროენერგიისა და საწვავის ფასის რეგულირებაში ქმედითად ჩაერიოს. მმართველ გუნდში სხვადსხვა პროდუქტების დამატებით გაძვირებას უარყოფებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ დასკვნის დადებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში სამომხმარებლო ფასები დასტაბილურდება.