სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღკვეთილია, ქვეყანაში საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტი. პოლიციამ ბრალდებულები „ბათუმის პორტისა“ და საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე დააკავა. მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერებისას კი ამოღებულია 2 ხელყუმბარა, 2 კაფსულ-დეტო ნატორი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 150-მდე ვაზნა. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.