მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 დოლარს გადააჭარბა - Palitra News

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 დოლარს გადააჭარბა

2026-04-30 14:25:20+04:00

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 დოლარს გადააჭარბა. ანალიტიკოსების შეფასებით ეს საფასო ნახტომი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელების შესახებ გაკეთებული განცხადებას უკავშირდება. შესაბამისად, მხოლოდ ბოლო 24 საათში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადა ეფექტიანია და არ მოხსნის, ვიდრე ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.