მიკროსაფინანსოების მოგება თითქმის 77%-ით გაიზარდა და 51 მლნ ლარს გადააჭარბა - Palitra News

მიკროსაფინანსოების მოგება თითქმის 77%-ით გაიზარდა და 51 მლნ ლარს გადააჭარბა

2026-04-30 14:26:19+04:00

მიკროსაფინანსოების მოგება თითქმის 77%-ით გაიზარდა და 51 მლნ ლარს გადააჭარბა. საუბარია, 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76.5%-ით, ანუ 22 მლნ ლარით მეტია. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებიდან ასევე ვიგებთ, რომ ამ წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების მთლიანი აქტივები 2 მილიარდ 344 მილიონ ლარს შეადგენდა, მთლიანი კაპიტალი კი 798.5 მლნ ლარი იყო. სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 135 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 120 მლნ ლარზე მეტი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი მხოლოდ 1 მილიონზე ოდნავ მეტი შეადგინა. ამასთან, ამ წლის პირველ სამ თვეში, მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები დაახლოებით 118 მილიონი ლარით განისაზღვრა. ცნობისთვის, ამ პერიოდში ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.