„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ფასების ზრდა საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ენერგორესურსებზე ფასებმა მნიშვნელოვნად აიწია და კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა, აქვე დასძინა, რომ ჰორმუზის სრუტის კრიზისამდე საქართველოში რეგიონში ერთ- ერთი ყველაზე დაბალი ფასი იყო. ქართული ოცნების რიგებიდანაც ითქვა, რომ საწვავის ფასი მოსახლეობისთვის ტვირთია და უნდა გამოიძიოს რესურსი საწვავის გაიაფებისთვის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, რადგან დეკემბრის თვეში ფასების კლების თაობაზე გაცემული დაპირება არ შესრულებულა და პროდუქტებსა და საწვავზე ღირებულებამ პირიქით, მოიმატა. ვინ რაში ხედავს გამოსავალ და რეალურად რა შედეგებით ასრულებს ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობას?