„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა პროცესის წარმატება დიდწილად ამერიკული მხარის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. უმრავლესობაში ამბობენ, რომ აპრილის თვეში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი ირაკლი კობახიძესთან და ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგონში ქმნის პოზიტიური დინამიკის გაგრძელების საფუძველს. ხელისუფლება მიმდინარე წლის მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტს აანონსებს, თუმცა ამერიკის საელჩოს ამ დრომდე ჩანიშნული ვიზიტების შესახენ ინფორმაცია არ გაუჟღერებია. ოპოზიციაში ამბობე, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ რიტორიკასა და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს არ შეწყვეტს ურთიერთობები ვერ გაჯანსაღდება.