დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები კვირის საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან - Palitra News

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები კვირის საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან

2026-04-30 15:47:02+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები კვირის საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან. მშობლები რუსთაველის მეტროდან დაიძვრებიან და მარშს მთავრობის კანცელარიასთან დაასრულებენ. მძიმე დაავადების მქონე ბავშვების ოჯახის წევრების განსაკუთრებული გაღიზიანება მიხეილ სარჯველაძის პარლამენტში გამოსვლამ გამოიწვია. მათი განცხადებით, არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც უცხოეთში დაწყებულმა მკურნალობამ საგრძნობი შედეგი გამოიღო. მშობლები მსოფლიოს ბაზარზე არსებული ახალი პრეპარატების ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად შემოტანას მოითხოვენ.