ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის -ალტერნატივებზე მუშაობს ლელო ძლიერი საქართველოში ეხმაურებიან. პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ანაკლიის პროექტი საფრთხეშია. მისი ინფორმაციით, 2026 წლის 24 აპრილს, „ქართულმა „ოცნებამ“ და ეკონომიკის სამინისტრომ“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს საერთოდ გადახედოს ანაკლიის ღირებულებას, მნიშვნელობას, გენერალურ გეგმას და ე.წ. მასტერ პლანს. კუპრაძის შეფასებით, ახალი კონტრაქტი მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ეჭვქვეშ აყენებენ ანაკლიის პროექტის და პორტის ეკონომიკურ შესაძლებლობას, მის სტრატეგიული ღირებულებას და ეროვნულ მნიშვნელობას ქართველი ხალხისთვის.