დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბლოკადა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბლოკადა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული

2026-04-30 15:56:46+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბლოკადა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ბირთვული შეთანხმება არ იქნება მიღწეული. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ირანს ახლა ძალიან სჭირდება შეთანხმება, რომ მოიხსნას ბლოკადა. ტრამპი აღნიშნავს, რომ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა „მალე აფეთქდება“, თუკი ვერ შეძლებს ნავთობის ექსპორტირებას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა, ირანის გახანგრძლივებული ბლოკადისთვის მოემზადონ. ცხპური გამოცემები წერენ, რომ ბოლო შეხვედრების დროს ტრამპმა გადაწყვიტა, ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე ზეწოლა გააგრძელოს. ამავდროულად, ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ამას მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება. ევროკომისარის ცნობით, ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული საწვავის დეფიციტის პირობებში ზიანი ყველა ტიპის ტრანსპორტს მიადგება.