გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოვა - Palitra News

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოვა

2026-05-01 09:18:45+04:00

დაანონსებული აპრილის შემდეგ, კობახიძე და პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის დროდ - მაისს ასახელებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. სახელისუფლებო გუნდი თვლის, რომ ოპტიმიზმის საფუძველს აპრილში კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის გამართული სატელეფონო საუბარი და სხვა შემხვედრი ნაბიჯები ქმნის.

"ქართული ოცნების" ოპტიმიზმის მიუხედავად, ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ვერანაირი შეხვედრა ან ვიზიტი ვერ იქნება ურთიერთობების გადატვირთვის მიზეზი. მათი თქმით, მთავარი დაბრკოლება ქვეყნის ანტიდემოკრატიული კურსი და მმართველი გუნდის პოლიტიკაა.