ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობას დღეს ოფიციალურად დაასრულებს - Palitra News

ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობას დღეს ოფიციალურად დაასრულებს

2026-05-01 09:20:24+04:00

ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობას დღეს ოფიციალურად დაასრულებს. დასკვნითი სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 11 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნისა და რეკომენდაციების მომზადება დაიწყება. დოკუმენტი ჯერ პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შემდეგ კი მთავრობას გადაეცემა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობა შედეგიანი აღმოჩნდა და რეკომენდაციები ბაზარზე ფასების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ფასების კომისიამ ნულოვანი შედეგი დადო და გაიაფების ნაცვლად მოქალაქეები გაუარესებული ეკონომიკური მდგომაორების წინაშე აღმოჩნდნენ.