"ოპოზიციური ალიანსის" საერთო შეხვედრებში, რომელიც რეგიონებში გაიმართა, "ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობა არ მიუღია. ამ ფაქტების მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, რომ ისინი "ალიანსის" დატოვებას არ გეგმავენ, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ანტი მიშას პოზიციის ქონა მათთვის მიუღებელია. აზრთასხვადასხვაობების მიუხედავად, ორივე მხარე თანხმდება, რომ "ქართული ოცნების" დამარცხებისთვის, აუცილებელია ერთობა და ერთიანი ძალებით ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. "ოპოზიციური ალიანსი" რეგიონებში ვიზიტებს აგრძელებს. კამპანიის კულმინაცია კი 26 მაისის აქცია იქნება.