შეიცვლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი - Palitra News

შეიცვლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი

2026-05-01 09:23:46+04:00

შეიცვლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი? ეს კითხვა საჯაროდ გამოსვლის დროს, რუსეთის საგარეო სამქეთა პრესსპიკერს მარია ზახაროვას დაუსვეს, რის საპასუხოდაც განაცხადა, რომ მხარეებისთვის პრიორიტეტი, შედეგი უნდა იყოს და არა ფორმატის გეოგრაფიული ცვლილება. ზახაროვა აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მოლაპარაკებების ახალი ადგილის მოსაძებნად, თუმცა პროცესის კონფიდენციალური ხასიათის გამო, მომავალი შეხვედრების შესაძლო ადგილმდებარეობის განხილვა, ნაადრევია. სახელისუფლებო გუნდში კი ირწმუნებიან, რომ პარტიაში ამ ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით არანაირი განხილვა არ ყოფილა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ყველანაირი პირდაპირი დიალოგი შეწყდა. რის შემდეგაც, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა.