უკრაინა და ნიდერლანდები დრონების ერთობლივად წარმოების დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავენ - Palitra News

უკრაინა და ნიდერლანდები დრონების ერთობლივად წარმოების დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავენ

2026-05-01 10:09:47+04:00

უკრაინა და ნიდერლანდები Baton-ისა და K4 ტიპის დრონების ერთობლივად წარმოების დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე, იურიან ესერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ველოდებით, რომ წარმოება წელს დაიწყება. პირობები კონფიდენციალურია“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

მისი მტკიცებით, ნიდერლანდების თავდაცვის ინდუსტრია არ დაემორჩილება რუსეთის მხრიდან დაშინებას, განსაკუთრებით კომპანია Destinus-თან დაკავშირებით, და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დილან იეშილგოზ-ზეგერიუსმა განაცხადა, ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას რუსეთი ვერ დააშინებს. კომპანია უკრაინისთვის დრონებსა და რაკეტებს აწარმოებს და ნამდვილად ცვლილებებს ახდენს. Destinus ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა პრესსპიკერმა.