თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას სუს-ის ორი თანამშრომელი, გამომძიებელი და პატაკის ავტორი პოლიციელი მისცემენ. სხდომას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრება.