რუსეთი ჟენევის ფორმატის გადატანაზე საუბრობს – რა პოზიცია აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს - Palitra News

რუსეთი ჟენევის ფორმატის გადატანაზე საუბრობს – რა პოზიცია აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

2026-05-01 12:34:48+04:00

რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გადატანაზე კვლავ ალაპარაკდა - ოფიციალური მოსკოვი პროცესისთვის „უფრო ნეიტრალურ“ ადგილს ეძებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო-ში აცხადებენ, რომ საუბარია მხოლოდ ლოკაციის შეცვლაზე და არა თავად მოლაპარაკებების შინაარსზე. ოპოზიცია საფრთხეებზე მიუთითებს. მათი თქმით, განცხადება საგანგაშოა, რადგან რუსეთის მიერ ხსენებული ,,ნეიტრალური გარემო" ისეთი გარემოა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისო დასავლური ქოლგა აღარ დაიცავს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ყველანაირი პირდაპირი დიალოგი შეწყდა. რის შემდეგაც, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა, სადაც რუსეთი და საქართველო, ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა. რა პოზიცია აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს?!