ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობას ასრულებს - რა შეიცვლება რეალურად ბაზარზე და შეუმსუბუქებს თუ არა კომისიის მუშაობა, მოქალაქეს ყოველდღიურ ხარჯს - Palitra News

ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობას ასრულებს - რა შეიცვლება რეალურად ბაზარზე და შეუმსუბუქებს თუ არა კომისიის მუშაობა, მოქალაქეს ყოველდღიურ ხარჯს

2026-05-01 12:37:23+04:00

ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობას ასრულებს - საბოლოო სხდომა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. სწორედ ამ ეტაპზე უნდა გაირკვეს, რა შედეგი გამოიღო რამდენიმე თვიანმა მუშაობამ და რა რეკომენდაციებს მიიღებს ხელისუფლება ბაზარზე ფასების დასარეგულირებლად. სამთვიანი მუშაობის განმავლობაში კომისიამ შეხვედრები გამართა თითქმის ყველა ძირითად სექტორთან - სურსათის მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, საცალო ქსელებთან, ფარმაცევტულ და საწვავის კომპანიებთან.

ბიზნესის საოპერაციო ხარჯების ზრდა, დისტრიბუციისა და ლოგისტიკის დანახარჯები, ე.წ. „ქეშბექები’’ - ის ძირითადი ფაქტორებია, რაც მომხსენებლების თქმით, სასურსათო პროდუქციისა და მედიკამენტების ფასის ზრდას იწვევს. რა შეიცვლება რეალურად ბაზარზე და შეუმსუბუქებს თუ არა კომისიის მუშაობა, მოქალაქეს ყოველდღიურ ხარჯს?! - ეს უკვე საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორ აფასებენ კომისიის მუშაობას პოლიტიკური მხარეები