იქნება თუ არა ეს გაზაფხული აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისი?! - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საზოგადოება კონკრეტულ შედეგებს მაისში იხილავს. გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოვა. "ქართული ოცნებისთვის" დადებითი მოლოდინების საფუძველს, აპრილში, მარკო რუბიოსა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბარიც ქმნის. "ქართული ოცნების" ოპტიმიზმის მიუხედავად, ოპოზიცია პროცესების პოზიტიურად განვითარებას გამორიცხავს. როგორც ამბობენ, ვერანაირი შეხვედრა ან ვიზიტი ვერ იქნება ურთიერთობების გადატვირთვის მიზეზი. მათი თქმით, მთავარი დაბრკოლება ქვეყნის ანტიდემოკრატიული კურსი და მმართველი გუნდის პოლიტიკაა.