ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენებები სასამართლოში – რა თქვეს სუს-ის წარმომადგენლებმა - Palitra News

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენებები სასამართლოში – რა თქვეს სუს-ის წარმომადგენლებმა

2026-05-01 15:45:02+04:00

"ლევან ხაბეიშვილი დამხობის წინ „მშვიდობიანს“ იტყოდა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს დასჯადი ქმედებაა“ - ამის შესახებ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმის გამომძიებელმა, სუს-ის თანამშრომელმა შაქრო ხარშილაძე სასამართლო პროცესზე განაცხადა. ხაბეიშვილის წინაარმდეგ ჩვენება მისცა სუს-ის ოპერატიულმა მუშაკმა, გიორგი წვერავამაც, რომლის ინფორმაციული პატაკის საფუძველზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოძიება.დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომის მიმდინარეობის შესახებ ეკა ლემონჯავა ისაუბრებს. რა ჩვენება მისცეს მოწმეებმა და რა გზავნილები ჰქონდა თავად ლევან ხაბეიშვილს სიტყვის უფლებით სარგებლობისას.