ფასების შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გაწერილია მაღალი ფასების წარმოქნის მიზეზები და ამ პრობლების მოსაგვარებლად განსახორციელებელი რეკომენდაციები. დასკვნის თანახმად, პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია - ძირითადი გამოწვევა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია. კომისიის რეკომენდაციაა,რომ მთავრობამ სპეციალური პროგრამებით მცირე და საშუალო მწარმოებლების მხარდაჭერა გააძლიეროს და რიგი კომერციული ხარჯები შემცირდეს ან გაუქმდეს.ასევე გაფართოვდეს მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემის და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამა. გახარია საქართველოსთვის წევრები, რომელიც ასევე იყვნენ ჩართული საპარლამენტო კომისიის საქმიანობაში, დასკვნაზე ხელის მოწერას არ აპირებენ, ისინი მიიჩნევენ, რომ ფასების შესამცირებლად საჭიროა კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.