თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, კურიერებმა და ტაქსის მძღოლებმა დაბალი ტარიფებისა და სამუშაო პირობების გამო საპროტესტო აქციები ჩაატარეს.
მათი შეფასებით, არსებული ანაზღაურება მნიშვნელოვნად შემცირებულია და ყოველდღიური ხარჯების ზრდის ფონზე მუშაობა წამგებიანი ხდება. კურიერები მიუთითებენ, რომ შეკვეთებზე გადახდილი თანხა დროისა და ლოდინის ხარჯს არ ფარავს.
ტაქსის მძღოლები დამატებით პრობლემად ასახელებენ ადმინისტრაციულ ჯარიმებსა და გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, რაც სამუშაო გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს.
მათივე თქმით, დაბალი ტარიფების, საკომისიოებისა და რეგულაციების ერთობლიობა სტაბილურ საქმიანობას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
დღევანდელი საპროტესტო გამოსვლა უკვე დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტს კვლავ გააგრეძელებენ.