ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილის შეცვლის საკითხი ოფიციალურად არ განიხილება, თუმცა ინიციატივა კვლავ დღის წესრიგში რჩება - როგორ აფასებენ საკითხს პოლიტიკოსები - Palitra News

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილის შეცვლის საკითხი ოფიციალურად არ განიხილება, თუმცა ინიციატივა კვლავ დღის წესრიგში რჩება - როგორ აფასებენ საკითხს პოლიტიკოსები

2026-05-01 20:50:27+04:00

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილის შეცვლის საკითხი ოფიციალურად არ განიხილება, თუმცა ინიციატივა კვლავ დღის წესრიგში რჩება.

მოსკოვი ამ პროცესის სხვა ლოკაციაზე გადატანის იდეას პერიოდულად აყენებს, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლება ფორმატის ცვლილებაზე საუბარს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი განხილვა არ მიმდინარეობს. თავის მხრივ, რუსეთის მხარე მხოლოდ შეხვედრის ადგილის ცვლილებაზე მიუთითებს და არა მოლაპარაკებების შინაარსის გადახედვაზე. ამავდროულად, ოპოზიცია ამ შესაძლებლობას საფრთხედ მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ ნეიტრალური გარემოს დაკარგვამ შეიძლება საქართველოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირება გამოიწვიოს.

ჟენევის ფორმატი 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა და დღემდე წარმოადგენს პლატფორმას, სადაც მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებს საერთაშორისო შუამავლობით განიხილავენ.