აშშ-ის სენატში თავისუფალი პრესის დაცვის შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები - Palitra News

აშშ-ის სენატში თავისუფალი პრესის დაცვის შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები

2026-05-02 11:40:03+04:00

აშშ-ის სენატში თავისუფალი პრესის დაცვის შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული.

ამერიკელმა სენატორებმა რეზოლუცია 2026 წლის 3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წარადგინეს.

რეზოლუცია „მსოფლიოში თავისუფალი პრესის წინაშე არსებული საფრთხეების ზრდას აღიარებს, მათ შორის საფრთხეების ზრდას კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი.

რეზოლუციის ავტორი „დემოკრატი“ სენატორი, ბრაიან შატსია.