The Wall Street Journal - ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა - Palitra News

The Wall Street Journal - ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა

2026-05-02 12:14:30+04:00

ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა, - ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დასასრულებლად აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების მიზნით ირანმა მოთხოვნები შეარბილა.

წყაროების განცხადებით, თეირანი ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობების განხილვას აშშ-ს მხრიდან იერიშების დასრულებისა და ირანის პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან ერთად სთავაზობს. აქამდე თეირანი საზღვაო ბლოკადის მოხსნას მოლაპარაკებების წინაპირობად ასახელებდა.

ასევე, ირანი აშშ-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვას სთავაზობს.

წყაროების ინფორმაციით, ირანმა შუამავლებს აცნობა, რომ მზად არის მოლაპარაკებები პაკისტანში უკვე მომავალი კვირის დასაწყისშივე დაიწყოს, თუ აშშ წინადადებას დათანხმდება.