ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა - Palitra News

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა

2026-05-02 12:46:54+04:00

ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა, - ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩეხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას შეძლებს, რათა მოსკოვში ჩავიდეს, სადაც 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება.

„სლოვაკურმა მხარემ ფრენის ნებართვის შესახებ სტანდარტული მოთხოვნა წარადგინა და იგი მაშინვე დაკმაყოფილდა“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ადამ ჩორგომ.

ცნობისთვის, რობერტ ფიცოს მოსკოვში გაფრენისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა არ მისცეს.