თბილისში 14 წლამდე ბავშვებს შორის დაპირისპირება მოხდა - არსებული ინფორმაციით, ერთმა მოზარდმა დაზიანებები მიიღო - Palitra News

თბილისში 14 წლამდე ბავშვებს შორის დაპირისპირება მოხდა - არსებული ინფორმაციით, ერთმა მოზარდმა დაზიანებები მიიღო

2026-05-02 14:30:22+04:00

თბილისში, 175-ე სკოლის მიმდებარედ, მოსწავლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება 14 წელს მიუღწეველ მოზარდებს შორის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა დაზიანება მიიღო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.