აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები კუბაზე კონტროლს ირანიდან დაბრუნებისას დაამყარებს.
ტრამპის განცხადებით, სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე კონტროლის დამყარება „თითქმის დაუყოვნებლივ“ შეუძლიათ, მაგრამ ჯერ ირანში „საქმე უნდა დაასრულონ“.
„კუბას პრობლემები აქვს. ირანიდან დაბრუნებისას მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ სანაპიროდან დაახლოებით 100 იარდის დაშორებით გაჩერდება, ისინი კი იტყვიან: „მადლობა. ჩვენ ვნებდებით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც კუბაზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ასევე, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა.