პარლამენტის დროებითმა კომისიამ პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაასრულა და 104-გვერდიანი დასკვნა უკვე მოამზადა. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც პროცედურულად, საბოლოოდ, მთავრობას გადაეგზავნება. კომისიის წევრების განცხადებით, ფასების შემცირება მოკლევადიანი პროცესი არ არის და მას 6-დან 9 თვემდე პერიოდი სჭირდება. კომისიის მუშაობისადმი კრიტიკულია საპარლამენტო ოპოზიცია. ,,ხალხის ძალა’’ ფიქრობს, რომ დასკვნა წლის ბოლოს, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ გამოწვევებს არ პასუხობს. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის შეფასებით, ირაკლი კობახიძე გამოცხადდა მაღალი ფასების შემოქმედად, ფასების დაწევის საკითხში კი არაკომპეტენტურად.