ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია - Palitra News

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია

2026-05-02 15:38:05+04:00

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის საკითხი კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონთან კომუნიკაცია გააქტიურდა და უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები, რასაც პოზიტიურად აფასებენ. აღნიშნავენ, რომ მაისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტია დაგეგმილი რაც პროცესის გაგრძელება იქნება. ოპოზიცია თვლის, რომ მხოლოდ შეხვედრები ვერ შეცვლის არსებულ ვითარებას და რომ რეალური შედეგისთვის ხელისუფლების შეცვლაა საჭირო.