აშშ-ის სენატში თავისუფალი პრესის დაცვის შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული. ამერიკელმა სენატორებმა რეზოლუცია 2026 წლის 3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წარადგინეს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. რეზოლუციის ავტორი „დემოკრატი“ სენატორი, ბრაიან შატსია.