მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობები ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაათავისუფლეს - Palitra News

მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობები ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაათავისუფლეს

2026-05-02 15:43:12+04:00

მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობები გაათავისუფლეს. გათავისუფლებულ მსახიობებს შორის არიან ეკა ნიჟარაძე და ირაკლი ჩოლოყაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მსახიობები ავრცელებენ, თეატრს არც რეორგანიზაციის შესახებ და არც მსახიობების გათავისუფლების მოტივის შესახებ არ გაუკეთებია განცხადება. როგორც მსახიობები ამბობენ, გათავისუფლების შესახებ არ ჩაბარებიათ ბრძანებაც.