ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან მეწყერი ჩამოწვა - Palitra News

ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან მეწყერი ჩამოწვა

2026-05-02 15:45:10+04:00

ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდობიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია.

„ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული ვითარების შეფასების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

ტერიტორიაზე დამატებით იმუშავებენ მეკლდეურები, ხოლო ადგილზე რჩებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებების გატარება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.