დონალდ ტუსკი - ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს არა მისი გარეშე მტრები, არამედ ჩვენი ალიანსის მიმდინარე რღვევა წარმოადგენს - Palitra News

დონალდ ტუსკი - ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს არა მისი გარეშე მტრები, არამედ ჩვენი ალიანსის მიმდინარე რღვევა წარმოადგენს

2026-05-02 16:19:46+04:00

ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს არა მისი გარეშე მტრები, არამედ ჩვენი ალიანსის მიმდინარე რღვევა წარმოადგენს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს არა მისი გარეშე მტრები, არამედ ჩვენი ალიანსის მიმდინარე რღვევა წარმოადგენს. ამ დამღუპველი ტენდენციის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პენტაგონმა გერმანიიდან 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ გამოაცხადა.

პენტაგონის ცნობით, ამერიკელი სამხედროების გაყვანა მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში მოხდება.