ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში 50-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.
მათივე ცნობით, იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.
ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.