ფასების შემსწავლელი კომისიის საბოლოო დასკვნა და პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

ფასების შემსწავლელი კომისიის საბოლოო დასკვნა და პოლიტიკური შეფასებები

2026-05-04 09:18:03+04:00

ფასების შემსწავლელი კომისიის საბოლოო დასკვნა ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. დასკვნის მიხედვით, ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი არა კერძო სექტორის ზედმეტი მოგება, არამედ ბაზრის შიგნით არსებული სტრუქტურული პრობლემებია. კომისიის საქმიანობას კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. მათი განცხადებით, კომისიის მუშაობის პერიოდში ფასები კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მეტად დაამძიმა. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია არა დროებითი კომისიების შექმნა, არამედ ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელფასებისა და პენსიების ზრდას უზრუნველყოფს.