"მიეცით ბავშვებს წამალი" - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე საპროტესტო მარში გაიმართა - Palitra News

"მიეცით ბავშვებს წამალი" - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე საპროტესტო მარში გაიმართა

2026-05-04 09:18:50+04:00

,,მიეცით ბავშვებს წამალი” - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე საპროტესტო მარში გაიმართა. დიუშენის კუნთოვანი დოსტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები ხელისუფლებას ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას და პაციენტების მკურნალობის დაფინანსებას სთხოვენ. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამ მოთხოვნებს აჟღერებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტად გაგრძელდება იქამდე სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დღეს, 17:00 საათზეც გაიმართება.