კენიაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია, რასაც მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება მოჰყვა - Palitra News

კენიაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია, რასაც მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება მოჰყვა

2026-05-04 09:20:38+04:00

კენიაში ძლიერი სტიქიის შედეგად მდგომარეობა კვლავ მძიმეა. კენიაში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია, რასაც მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება მოჰყვა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, ათასობით ადამიანი კი უსაფრთხო ადგილებშია გადაყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ჰუმანიტარულ დახმარებას ახორციელებენ.სინოპტიკოსები მოსახლეობას დამატებითი საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ, რადგან უამინდობა რეგიონში კვლავ გრძელდება.