BTU მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო ორგანიზაციის CERN-ის წევრი გახდა. BTU და ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია (CERN) თანამშრომლობის ახალ მრავალწლიან სტრატეგიულ ეტაპს იწყებენ. შეთანხმების ფარგლებში, BTU CERN-ის პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივა ATLAS-ში, Technical Associate Institute-ის სტატუსით ჩაერთვება.