მოდის სამყაროს ყველაზე ცნობილი ფილმის "ეშმაკს აცვია პრადა" მეორე ნაწილი უკვე კინოთეატრებშია - Palitra News

მოდის სამყაროს ყველაზე ცნობილი ფილმის "ეშმაკს აცვია პრადა" მეორე ნაწილი უკვე კინოთეატრებშია

2026-05-04 10:19:35+04:00

მოდის სამყაროს ყველაზე ცნობილი ფილმის "ეშმაკს აცვია პრადა" მეორე ნაწილი უკვე კინოთეატრებშია. მერილ სტრიპისა და ენ ჰეთეუეის ცნობილი დუეტი დიდ ეკრანებზე ბრუნდება. დევიდ ფრანკელის ახალ ფილმში მოქმედება ოცი წლის შემდეგ ვითარდება, როცა მთავარი პერსონაჟი, ენდი საქსი უკვე გამოცდილი რედაქტორის ამპლუაში უბრუნდება ძველ სამუშაო გარემოს. გამომცემლობა პალიტრა L-მა "ეშმაკს აცვია პრადა 2-ის" კინოჩვენება კავეა გალერეაში მოაწყო, სადაც სტუმრებს საჩუქრები და სახალისო გათამაშებები დახვდათ.