აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს - Palitra News

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

2026-05-04 10:58:51+04:00

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალები 4 მაისს „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას დაიწყებენ, რათა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გადაზიდვების ნავიგაციის თავისუფლება აღდგეს, - ამის შესახებ ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.

ცენტრალური სარდლობის ეს მხარდაჭერა მოიცავს 15 000 პერსონალს, მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს და 100-ზე მეტ თვითმფრინავს.

„ამ თავდაცვითი მისიის მხარდაჭერა აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკისთვის, ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ საზღვაო ბლოკადას“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დღეიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას დაიწყებს. მისი მტკიცებით, „ქვეყნებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან თითქმის ყველა არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის დავაში“, სთხოვა აშშ-ს გაეთავისუფლებინა გემები, რომლებიც სრუტეში არიან „ჩაკეტილი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაციას „პროექტი თავისუფლება“ უწოდა და განაცხადა, რომ პროცესში ჩარევა მოხდება, ამ ჩარევას ძალით უპასუხებენ.

„თუ რაიმე ფორმით ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა მოხდება, სამწუხაროდ, ამ ჩარევაზე ძალისმიერი რეაგირება მოგვიწევს“, - აღნიშნა ტრამპმა.