კაია კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს - ეს გვზღუდავს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით - Palitra News

კაია კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს - ეს გვზღუდავს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით

2026-05-04 12:44:49+04:00

ერევანში დღეს ევროპული პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობს. ევროპელ პოლიტიკოსთა გაერთიანების სამიტი დღეს დაიწყო და მასში მონაწილეობას თითქმის 50 ქვეყნის ლიდერი იღებს. სამიტს მასპინძლობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ხოლო თანათავმჯდომარე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.