ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრის, ანგარიშში საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე - რას აცხადებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრის, ანგარიშში საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე - რას აცხადებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2026-05-04 15:38:09+04:00

საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ რიგით მეორე ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი კენჭს ხვალ უყრის. ევროპარლამენტი შეაფასებს საქართველოს პროგრესს კომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე და მიიღებს რეზოლუციას, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს შესახებ. რეზოლუციის პროექტში ნახსნებია დემოკრატიული უკუსვლა, ქართული ოცნების მიერ რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკური ოპონენტების დევნა. საკითხზე მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე.