ნიკოლ ფაშინიანი - იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვეწვევი - Palitra News

ნიკოლ ფაშინიანი - იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვეწვევი

2026-05-04 15:42:38+04:00

სომხეთი ევროპელი ლიდრების ყურადღების ცენტრშია. ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“. სამიტს 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა, კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სხვა ქვეყნების ლიდერები. სამიტის მონაწილეთა შორის საქართველოცაა. სამიტის ფარგლებში სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ ერთგულება.