პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავარი გზავნილები EPC-ის სამიტიდან - Palitra News

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავარი გზავნილები EPC-ის სამიტიდან

2026-05-04 15:43:50+04:00

სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი კობახიძეც ესწრება. ირაკლი კობახიძე, სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მათივე ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგა მონაწილეობდნენ. ირაკლი კობახიძემ სამიტის დაწყევამდე განაცხადა, რომ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვის გამოიყენებს. რაც შეეხება დაკავშირებადობის ნაწილში საქართველოს როლს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა ამ მხრივ განსაკუთრებულია,რადგან საქართველო აკავშირებს 7 ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით. რა მთავარი აქცენტები ექნება საქართველოს პრემიერს მიმართვისას?